ონლაინზარის პლატფორმა LiveCaller-მა $10 000-იანი გრანტი „ამაზონისგან“, $5 000-იანი „სტრაიპისგან“, ხოლო $25 000-იანი „სეგმენტისგან“ მიიღო.

“რეალურად, ჩვენთვის სამივე კომპანია მნიშვნელოვანია. სერვერები Amazon-ზე გვაქვს, გადახდისთვის Stripe-ს ვიყენებთ, ხოლო რეპორტინგისთვის – Segment-ს. შესაბამისად, სამივე კომპანიამ დასტური მოგვცა და დავსაჩუქრდით. გრანტი საკუთარ რესურსს დაგვიზოგავს და ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში, ამ კომპანიების სერვისებზე წვდომა უფასოდ გვექნება” – ამბობს ნიკა გაბუნია, „ლაივქოლერის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი Marketer-თან ინტერვიუში.

აღნიშნული სტარტაპი განვითარების ფაზაში მყოფ კომპანიებს სხვადასხვა პრობლემებს გადაუჭრის: აუდიტორია, პოტენციური კლიენტი, სტრატეგია, განვითარების შანსები და სხვ.

წინა სტატია18-24 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეული გაიმართება
შემდეგი სტატიაინსტაგრამზე პლასტიკური ქირურგიის თემატიკის ფილტრები აიკრძალა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი