ღრუბლოვან სერვისებში შენახული ინფორმაცია სწრაფი ტემპებით იზრდება და მისი შენახვა გრძელვადიან პერსპქტივაში საკმაოდ სერიოზული პრობლემა ხდება დღეს არსებული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მონაცემების დაკარგვა მათი მრავალჯერადი ჩაწერა ხდება ახალ მატარებლებზე. სწორედ ამიტომ Microsoft-მა გადაწყვიტა ახალი ტექნოლოგების შემუშავება, რომლებიც Azure ღრუბლოვანი სერვისებისთვის იქნება გამოსადეგი.

Project Scilia – Microsoft Research-ის კვლევაა, რომელიც “ცივი” მონაცემების დიდი ხნით შენახვაზე მუშაობს. ამ პროექტის ფარგლებში Microsoft-მა და Warner Bros-მა ჩაწერეს 1978 წლის ფილმი “სუპერმენი” 75x75x2 მმ. ზომის შუშაზე, რაც პირველი შემთხვევაა, როცა მონაცემების ჩაწერა მოხერხდა კვარცის შუშაზე.

“”სუპერმენის” სრული ჩანაწერის გაკეთება შუშაზე და შემდგომში მისი წარმატებით ამოკითხვა” მნიშვნელოვანი ნაბიჯია – ამბობს Azure-ის ტექნიკური დირექტორი მარკ რუსინოვიჩი – მე არ ვამტკიცებ, რომ ჩვენ ყველა კითხვას გავეცით პასუხი, მაგრამ ჩანს, რომ ჩვენ გადავედით ეტაპზე როცა შეგვიძლია გავაგრძელოთ ექსპერიმენტები და სრულვყოთ ტექნოლოგია ვიდრე დავსვათ შეკითხვა: შევგიძლია ამის გაკეთება?”

კვარცის შუშა შესაძლოა უფრო იაფი ვარიანტი გახდეს მონაცემების გრძელვადიანი შენახვისთვის. ლაზერული ჩაწერა პერმანენტულად ცვლის შუშის სტრუქტურას, რაც დეგრადაციისგან იცავს მონაცემებს მრავალსაუკუნოვანი მოხმარებისათვის.

დაწვრილებით Project Silica-ს შეგიძლიათ Microsoft-ის საიტზე გაეცნოთ.

წინა სტატიააფრიკის თემაზე დიზაინერმა 350-ზე მეტი ახალი ემოჯი შექმნა
შემდეგი სტატიაXiaomi Mi Watch – Apple Watch-ის დიზაინი გაცილებით იაფად

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი