Google-ის პირველი პიექსელბი უახლოეს კვირებში მიიღებენ კდევ ერთ და უკანასკნელ პროგრამულ განახლებას. დეკემბრის განახლების შემდეგ ამ სმარტფონების ოფიციალური მხარდაჭერა დასრულდება, თუმცა ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო.

ოქტომბრის განახლება ამ სმარტფონებს არ მიუღიათ, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ დეკემბრის განახლებაში ის მიიღებს ჯამურ განახლებას. გასაკვირია ისიც, რომ კომპანიამ თუნდაც Android 10-ის განახლება გამოუშვა აღნიშნული მოწყობილობებისთვის.

2016 წელს პირველი პიქსელების წარდგენისას მათ განაცხადეს, რომ სმარტფონები განახლებას მიიღებენ 2 წლის განამავლობაში ხოლო კიდევ ერთი წელი გაგრძელდებოდა უსაფრთხოების განახლებები. ასე და ამგვარად Android 10-ის გამოშვება უბრალოდ კეთილი ნება იყო და კომპანიის მხრიდან მხარდაჭერის ჟესტი იმ მომხმარებლების მიმართ ვინც ამ მოდელების ერთგული რჩება.

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ოფიციალური განახლებების შეწყვეტა Google Pixel და Pixel XL მოწყობილობებისთვის, რადგანაც არსებობს Lineage OS, Pixel Experience და სხვა AOSP-ზე დაფუძნებული პროექტები, რომელთა წყალობითაც უკვე ძალიან ბევრი სმარტფონი იღებს Android-ის უახლეს ვერსიებს. რა თქმა უნდა პიქსელები მათ რიცხვში ერთ-ერთი პირველი იქნება.

წინა სტატიაAirbnb-ის ქართული ენა დაემატა
შემდეგი სტატიაSamsung Galaxy-ის ძლიერი 10 წელი – საქართველოში შექმნილი საიმიჯო ვიდეო რგოლი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი