Mi CC9 Pro მხოლოდ ჩინეთის ადგილობრივი ბაზრისათვის იწარმოება, თუმცა სულ მალე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე, XIAOMI-ის მეორე იდენტური მოდელი – Mi Note 10 გაიყიდება, რადგან XIAOMI-მ 108 მეგაპიქსელიანი სმარტფონის ორი მოდელი ოფიციალურად დააანონსა.
სმარტფონები ტექნიკური მახასიათებლებით თითქმის იდენტურია. მოდელები 2020 წელს გამოვა. CC9 Pro – ს ფასი 2,799 იუანი იქნება, რაც 400 ამერიკული დოლარია, ხოლო Mi Note 10 კი საერთაშორისო ბაზარზე 549 ევროდ იქნება ხელმისაწვდომი.