YOUTUBE მომსახურების პირობებს ცვლის. ამ ცვლილებების შესახებ შეტყობინება რეგისტრირებულ მომხმარებლებს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნათ. ცვლილებების შედეგად, პლატფორმაზე ანგარიშის შესაქმნელად მკაცრად განისაზღვრა ასაკობრივი კატეგორია. ამასთანავე, YouTube მეტად გააკონტროლებს საავტორო უფლებების საკითხსაც. YouTube-ის ადმინისტრაციას შეუძლია წაშალოს ვიდეო, რომელიც არ შეიცავს საკმარის სარეკლამო კონტენტს, ან თუ მონეტიზაცია არ არის ჩართული ვიდეოზე.