Motorola-მ თავისი პირველი დრეკადი სმარტფონი RAZR წარმოადგინა. ამ ტიპის მოწყობილობა გამოირჩევა კლასიკური დიზაინისა და ინოვაციური ეკრანის იდეალური შერწყმით.

სმარტფონი აგებულია Snapdragon 710 პროცესორის და Adreno 616 გრაფიკული ჩიპის ბაზაზე. მას 6 გიგაბაიტი ოპერატიული და 128 გიგაბაიტი შიდა მეხსიერება აქვს. აკუმლატორის მოცულობა 2510 მილიამპერია. მთავარი ეკრანი 6,2 დიუმიანი OLED პანელია და 2142×876 გარჩევადობა აქვს. გარედან სმარტფონს აქვს 2,6 დიუმიანი დამატებითი ეკრანი, 800×600 გარჩევადობით.

თანამედროვე ტრენდებისგან განსხვავებით სმარტფონს მხოლოდ ერთი მთავარი და ერთი სელფი კამერა აქვს. მთავარი სენსორი 16 მეგაპიქსელიანია f/1.7 აპერტურით, ხოლო სელფის კამერა 5 მეგაპიქსელიანია და f/2.2 აპერტურა აქვს.

მონაცემებიდან გამომდინარე სმარტფონი საშუალო ფასის კატეგორიას განეკუთვნება და არა ფლაგმანს, თუმცა მისი ფასი კეცვადი ეკრანიდან გამომდინარე 1499 დოლარია. 26 დეკემბერს მოწყოილობაზე წინასწარი შეკვეთები დაიწყება, ხოლო 2020 წლის დასაწყისში ის თავისუფალ გაყიდვაში შემოვა.

წინა სტატიაჰაკათონი The Future Is Equal! 10-12 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატიაWindows 10 Mobile მოულოდნელად განაახლეს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი