25 ნოემბრიდან ზუგდიდის ტექნოპარკში იწყება Fusion 360-ის ტრენინგი. ტრენინგს გაუძღვება ზუგდიდის ფაბლაბის სპეციალისტი შალვა მილორავა, ხოლო მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა დაინტერესებულ პირს 15 წლიდან. აღნიშნულ ტრეინინგზე დასწრება იქნება უფასო.

“Fusion 360 – ტრენინგის მონაწილეები შეისწავლიან 3D პარამეტრული მოდელირების საწყისებს პროგრამაში Autodesk Fusion 360, რომელიც კომპლექსური დანიშნულებისაა და სხვადასხვა ტიპის მოდელირების, ანიმაციის, საინჟინრო სიმულაციის და ფოტორეალისტური რენდერის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული პროგრამა იდეალური ხელსაწყოა ფაბლაბებისთვის და ზოგადად მეიქერი საზოგადოებისთვის.” – ვკითხულობთ ზუგდიდი ტექნოპარკის გვერდზე.

დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
http://bit.ly/2X9QNby

წინა სტატიაInstagram სთორიზე უკვე საქართველოდანაც გააზიარებთ მუსიკას
შემდეგი სტატია8-24 ნოემბერს საქართველო “გლობალური მეწარმეობის კვირეულს“ უერთდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი