მიუხედავად იმისა, რომ Windows-ის მობილური ვერსია დიდი ხანია დაასფლავეს, კომპანია მაიკროსოფტმა გამოუშვა განახლება, რომელიც საოპერაციო სისტემის პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს ეხება.

ახალი პატჩი კოდური დასახელებით KB4522811 მოიცავს განახლებებს კრიტიკული მოწყვლადობებისთვის, რომელიც Windows 10 Mobile-ის სისტემურ აპლიკაციებში იქნა აღმოჩენილი. განახლება ეხება სერვისებს Windows App Platform, Microsoft Graphics Component, Windows Input and Composition, Windows Fundamentals, Windows Cryptography, Windows Virtualization, ბრაუზერს Microsoft Edge და სხვა სერვისებს.

სავარაუდოდ ეს განახლება უკანასკნელი იქნება, რადგანაც Windows Mobile 10-ის ტექნიკური მხარდაჭერის ვარა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს იწურება. ამის შემდეგ კომპანია შეწყვეტს უსაფრთხოების განახლებების გამოშვებასაც. თუმცა Microsoft-მა პირობა დადო, რომ Windows სმარტფონებისთვის აპლიკაციების მაღაზია ამ თარიღის დადგომის შემდეგაც განაგრძობს მუშაობას.

წინა სტატიალეგენდა დაბრუნდა – Motorola Razr დრეკადი ეკრანით
შემდეგი სტატიაინსტაგრამზე ლაიქერების რაოდენობა აღარ გამოჩნდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი