15 დეკემბერს Spotlight 2019 იწყება. წელს ღონისძიებაზე შეკრებილ 500-ზე მეტ სტუმარს Radisson Blu Iveria უმასპინძლებს, ბილეთების შეძენა კი 27 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.
Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება და ღონისძიება უკვე 6 წელს ითვლის.
“2016 წელს მოხდა Spotlight-ის რებრენდინგი, შეიქმნა დინამიური ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სხვა, მომიჯნავე მიმართულებების განვითარებას: მენეჯმენტი, სტარტაპები, ინოვაცია, ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიები და ა.შ”
წელს ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.