კონტენტზე გადასვლა
Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებს

Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებს

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

DISNEY-ის სტრიმინგ სერვისს  გლობალური აქტივაციის დღეს, სისტემური პრობლემები ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა სულ რამდენიმე დღის წინ –  2019 წლის 12 ნოემბერს გაეშვა.
როგორც ირკვევა, Disney+ გამომწერებს სისტემაში არ უშვებდა, ამასთანავე კი, ვიდეოების დიდი ნაწილიც არ იტვირთებოდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისის გაშვების პირველივე დღეს, 10 მილიონი გამომწერი ცდილობდა სისტემაში შესვლას, ეს კი გახდა მიზეზი სტრიმინგ სერვისის ხარვეზისა.

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!