კომპანია MediaTek-მა წარმოადგინა მობილური პლატფორმების ხაზი Dimensity მე-5 თაობის ქსელების მხარდაჭერით. ერთკრისტალიანი სისტემა Dimensity 1000 გახდება Qualcom Snapdragon და სხვა ფლაგმანური ტექნოლოგიების ღირსეული ალტერნატივა. გარდა იმისა, რომ ჩიპსეტს აქვს მაღალი წარმადობის ARM ბირთვები, სიახლეში გათვალისწინებულია ორი მე-5 თაობის სიმ-ბარათის მხარდაჭერა და სხვა უკაბელო ინტერფეისების შტამბეჭდავი მხარდაჭერა.

7 ნანომეტრიანი ტექნოლგიური პროცესით შექმნილია ოთხი ARM Cortex-A77 ბირთვის 2,6 გიგაჰერცი სიხშირით და 4 Cortex-A55, 2 გიგაჰერცი სისშირით. გრაფიკული აქსელერატორის როლს Mali-G77 ჩიპი ასრულებს. სისტემაში რა თქმა უნდა არის ხელოვნური ინტელექტის მოდული AI Processing Unit (APU 3.0) – 4.5 ტრილიონი ოპერაცია/წმ სიხშირით.

ჩაშენებული 5G-მოდემი მწარმოებლის თქმით მუშაობს ავტონომიურ და არაავტონომიურ რეჟიმებში (SA/NSA) და შეუძლიათ მოანაცემთ გადაცემა 4,7 გიგაბიტი მიღება და 2,5 გიგაბიტი გაგზავნის რეჟიმში 6 გიგაჰერცია დიაპაზონში. სიახლეს ასევე არქვს უკაბელო ინტერფეისები: Wi-Fi 6 (801.11ax) და Bluetoor 5.1. კიდევ ერთისიახლე არის Dual 5G SIM ტექნოლოგია.

გამოქვეყნებული სპეციფიკაციების თანახმად ჩიპსეტს აქვს 16 გიგაბაიტი LPDD4X მეხსიერების მხარდაჭერა. ეკრანის გარჩევადობა შესაძლებელია იყოს 2520×1080-ზე პიქსელი 90 ჰერცი სიხშირით. გამოსახულების დამუშავებაზე ზრუნავს პეციალური პროცესორი, რომელსაც 80 მეგაპიქსელიანი ერთი სენსორის ან ერთმანეთთან დაკავშირებული 32 და 16 მეგაპიქსელიანი სენსორებისმხარდაჭერა აქვს. გაცხედებულია 4K/60fps ვიდეო გადაღების მხარდაჭერაც.

პირველი სმარტფონები ახალი ჩიპესეტების უკვე მომავალი წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი.

წინა სტატიაინსტაგრამზე Golden Price Tag-ზე ფოტოს განთავსება 1 000 დოლარი ღირს
შემდეგი სტატიაOrba – წრიული ინსტრუმენტი მუსიკის მოყვარულთათვის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი