სულ რამდენიმე დღის წინ კომპანია „ეფლი“ რუსეთის მოთხოვნებს დაემორჩილა და რუკაზე ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიუთითა. „ეფლის“ ცვლილებას კიევში მწვავე კრიტიკით შეხვდნენ. “Apple-ს უკრაინის ტკივილი არ ადარდებს”, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნულ ფაქტს.
როგორც კომპანია Apple-ის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილად მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა მომხმარებელი სისტემაში რუსეთის ტერიტორიიდან შედის. რადგან კომპანია მსოფლიო დემოკრატიულმა საზოგადოებამ ძალიან მწვავედ გააკრიტიკა, უახლოეს მომავალში APPLE აპლიკაციებისათვის სადავო საზღვრების საკითხს სიღრმისეულად განიხილავს.

წინა სტატიამეცნიერების სფეროში საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოში თანამშრომლობა გრძელდება
შემდეგი სტატიადღეს UG Startup Factory-ში გაიმართება Startup Talk-ის მორიგი შეხვედრა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი