ნიუ-იორკში გამართულ ღონისძიებაზე Apple-მა, iPhone-ის მომხმარებლებში, ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაციები და თამაშები დაასახელა.
2019 წლის მონაცემებით, უფასო მობილური აპლიკაციების ლიდერ სამეულში YouTube, Instagram და Snapchat არიან. ხოლო, რაც შეეხება უკვე თამაშებს, iPhone-ის მომხმარებლები, ყველაზე ხშირად, Mario Kart Tour-ს, Color Bump-სა და 3Daquapark.io-ს იწერდნენ. წლის მობილური თამაშის ნომინაციაში გამარჯვებულია Sky: Children of the Light.