Garage48 48 საათიან ჰაკათონს მასპინძლობს

2019 წლის 6-8 დეკემბერს Garage48, იმფაქთ ჰაბ თბილისთან და ესტონეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მასპინძლობს 48 საათიან ჰაკათონს ახალგაზრებისთვის.

“თუ გატაცებული ხარ მობილური აპლიკაციებით და პროგრამირებით, გაქვს იდეები, გინდა გამოცდილების გაზიარება, სწავლობ ან მუშაობ გრაფიკულ დიზაინში, მარკეტინგში, პროექტების მართვაში, ან ზოგადად გაინტერესებს მეწარმეობა, შემოგვიერთდი.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება უფასოა. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – https://forms.gle/LeLYGbiMQUyAtZQp7

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *