სპეციალურ ღონისძიებაზე Qualcomm-მა წარმოადგინა 2020-წლის სმარტფონებისთვის განკუთვნილი ტოპ-ჩიპები.
სულ წარმოადგინეს სამი ჩიპსეტი: ფლაგმანური Snapdragon 865 , Snapdragon 765 და მისი გეიმინგ ვერსია Snapdragon 765G. ტექნიკური დეტალები ჩიპების შესახებ რა თქმა უყნდა ცალკე ნიუსში იქნება გამოქვეყნებული, თუმცა ცნობილია, რომ ისინი უფრო წარმადი და 5G ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი.
Snapdragon 865 იმუშავებს მეორე თაობის Snapdragon X55 მოდემით (5G არ არის ინტეგრირებული ჩიპსეტში). სმარტფონების მწარმოებლები ვერ შეძლებენ სხვა მოდემის გამოყენებას, თუმცა Qualcomm-მა იზრუნა იმაზეც, რომ საშუალო ფასის კატეგორიის სმარტფოენბსაც ქონოდათ მე-5 თაობის ქსელების მხარდაჭერა.
გარდა ამისა Qualcomm-მა აჩვენა ახალი ზებგერითი სენსორი 3D Sonic Max, რომელიც ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდების სკანერების მუშაობას საგრძნობლად გააუმჯობესებს.