სტარტაპ მარკეტი მორიგი გრანდიოზული ღონისძიებისთვის ემზადება – 14-15 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციას მომხმარებლებს უშუალოდ გააცნობენ და მათგან შეფასებებსაც ადგილზე მოისმენენ.
„სტარტაპ მარკეტი“ მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომელსაც პროექტების მართვის კომპანია „ბეთერფლაი“ პარტნიორებთან ერთად უკვე მესამე წელია ახორციელებს.
„სწორედ ასეთი ერთიანობა ქმნის „სტარტაპ ექსპოს“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცეს, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდება. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე ერთიანდება და მას 10 000-მდე სტუმარი ესწრება“.