კომპანია Microsoft-მა Linux-ის მომხმარებლებისთვის Teams გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბეტა ვერსიაა მისი გამოყენება ყველასათვის შესაძლებელია. ხელმისაწვდომია პაკეტები deb და rpm ფორმატებში.

კორპორაციაში აღნიშნავენ, რომ Microsoft Teams არის პირველი აპლიკაცია Microsoft 365-დან, რომელიც Linux-ის მართვის ქვეშ გამოვიდა და ექნება უმთავრესი ფუნქციონალის მარდაჭერა.

Linux Foundation-ის აღამასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ზემლინმა აღნიშნა, რომ მოხარულია ამ ფაქტით და მიესალმება ყველა ინიციატივას, რომელც გაზრდის Linux-ის როლს კომერციული კომპანიებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Teams-ის ლინუქს ვერსიას არ შეუძლია ეკრანზე და საოფისე აპლიკაციებზე წვდომის უზრუნველყოფა, თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია და მომავალში უფრო სრულყოფლ ფუნქციონალსაც ვიხილავთ.


წინა სტატიაWindows 10 Mobile – ოფიციალურად დასრულდა
შემდეგი სტატიაEcho Dot – წამებში მიღებული პასუხები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი