2019 წლის 10 დეკემბერს, Microsoft-მა შეწყვიტა თავისი ერთადერთი მობილური საოპერაციო სისტემის WIndows 10 Mobile-ის მხარდაჭერა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში კომპანია არ გამოუშვებს აღნიშნული პროდუქტის უსაფრთხოების განახლებებს.

ფაქტიურად საუბარია Windows 10 Mobile Fall Creators Update-ზე (ანაწყობი 1709), რომელიც ბოლო მნიშვნელოვანი განახლება იყო, რადგანაც უფრო ადრინდელი განახლებების მხარდაჭერა დიდი ხანია ამოიწურა.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გადასულხარდა Android ან iOS მოწყობილობაზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ გამოიყენოთ Windows 10 Mobile ჩვეულებრივ რეჟიმში. საერზერვო ასლების შექმნა 2020 წლის 10 მარტამდე იმუშავეს, რის შემდეგაც ეს და სხვა შესაძლებლობები შესაძლოა გაითიშოს. Microsoft Store აგრძელებს ფუნქციონირებას, მაგრამ საოპერაციო სისტემის მხარდაჭერის მქონე აპლიკაციების რაოდენობა სწრაფად მცირდება.

ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ Microsoft-მა თავისი საოპერაციო სისტემა გამოუშვას სამრტფონებისთვის, რადგან მათ უკვე აღიარეს დამარცხება ამ ბაზარზე და დღე უკვე მათივე სმარტფონი Surface Duo – Android-ის მართვის ქვეშ გამოდის.

წინა სტატიაჰაკათონი თანასწორობისთვის და გოგონების უკეთესი მომავლისთვის – The Future is Equal
შემდეგი სტატიალინუქსისთვის Microsoft Teams გამოვიდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი