უკვე 6 თვეა, რაც Mult ქართულ ბაზარზე გამოჩნდა. აპლიკაცია Mult, მომხმარებლებს, ახალ პროდუქტს – ვაუჩერებს სთავაზობს. აღნიშნული ვაუჩერები ორ კატეგორიად, ფასიან და უფასო კატეგორიებად იყოფა.
„ბარათების სიმრავლის გამო, ხშირად, შეუძლებელია ყველა ბარათის ტარება. ამის გამო კი, ბარათის მფლობელები ვერ იღებენ იმ სარგებელს, რასაც კომპანიები სთავაზობენ და თან ქონის შემთხვევაში მიიღებდნენ.
Mult-ის მეშვეობით მომხმარებლებს საშუალება აქვთ, განათავსონ დაგროვებითი/ფასდაკლების ბარათები ერთ სივრცეში და შეამსუბუქონ საფულე“. – აცხადებენ კომპანიაში.