ფოტოს დაბეჭდვისას ან მისი ონლაინ გამოქვეყნების დროს, შენიშნავდი რომ ფოტო სხვანაირად გამოიყურება ვიდრე შენს მონიტორზე გამოიყურებოდა.
შესაძლოა, არ გაქვს მონიტორი რომელიც ფოტოს დამუშავებისთვის კარგია, ან გაქვს მაგრამ არ არის კარიბრირებული.
სტატიაში განხილულია ფაქტორები, რომელიც უნდა გაითვალისწინო მონიტორის ყიდვამდე.
როგორი მონიტორი უნდა აარჩიო?
ფოტოგრაფია და გრაფიკული საქმიანობა საჭიროებს ფერთა სიზუსტეს და ფერთა გამის მრავალფეროვნებას.
ბაზარზე არსებული რამდენიმე ტიპის ეკრანიდან ამ მოთხოვნებს მხოლოდ ერთი აკმაყოფილებს და ეს არის IPS ტექნოლოგიის მქონე ეკრანი.
IPS მონიტორები ძალიან ბევ ფერს ასახავს. ის გვაძლევს sRGB სპექტრიდან თითმის ყველა ფერს და AdobeRGB-დან ფერთა უმეტესობას გვაჩვენებს. კალიბრაციის შემდეგ კი მიიღწევა ფერთა სიზუსტე.
გავიგოთ მეტი IPS ეკრანების შესახებ.
რას მივაქციოთ ყურადღება როგორც ფოტოგრაფმა?
მონიტორისას არჩევისას უნდა გავითვალისწონით შემდეგი კრიტერიუმები:
გარჩევადობა. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით მეტი კონტენტი ეტევა ეკრანზე. ეს ნიშნავს რომ ფოტოზე გვექნება მეტის დანახვის საშუალება და გვექნება მეტი ინსტრუმენტის პანელი. ფოტოს დამუშავებისათვის საჭიროა სულ მცირე Full HD (1920×1080) მონიტორი. ზედა ლიმიტი არ არსებობს.
ზომა. რაც უფრო დიდია, მით უფრო კარგია. უნდა შეგეძოს შენი არტის მთელი სილამაზის დანახვა. დიდი მონიტორები თვალებისთვისაც უკეთესია. აირჩიე 23 დიუმიანი და უფრო დიდი მონიტორი.
ფერები. მონიტორმა უნდა დაფაროს ფერთა მინიმუმ 90% sRGB სპექტრიდან და 70% AdobeRGB სპექტრიდან. ეს ფერთა სპექტრების ინდუსტრიის სტანდარტია. sRGB არის 8-ბიტიანი ფერთა სტანდარტი ვებისთვის. ყველაფერი რასაც ინტერნეტში ვხვდებით არის sRGB. AdobeRGB არის უფრო ფართო სპექტრი.
სიკაშკაშე. ნათელი მონიტორი მნიშვნელოვანია, რადგან ფოტოგრაფთა უმეტესობას არ აქვს სრული სიბნელე ოთახებში სადაც ამუშავებენ ფოტოებს.
მოძრავი. ბევრი მონიტორი იძლევა საშუალებას რომ გადმოვატრიალოთ 90 გრადუსით. თუ აპირებთ რომ ძალიან ბევრი პორტრეტი დაამუშავოთ, მაშინ ეს ძალიან სასარგებლო მახასიათებელია მონიტორისთვის. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ, ეს ფუნქცია მხოლოდ პროფესიონალურ მონიტორებს ჰქონდათ.
რეაგირების დრო. ფოტოს დამუშავებისათვის მყისიერი რეაგირების დრო არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე. თუმცა, თუ ვიდეოებსაც ამუშავებთ, ამ ფაქტორს ყურადღება უნდა მიექცეს. აირჩიე 10მილიწამში ან ნაკლები.
შავის ლეველები. IPS მონიტორები არასდროს არ აღწევს იგივე შავ ლეველებს რასაც OLED ეკრანი. მაგრამ არის განსხვავება სხვადასხვა IPS ეკრანში. აირჩიე ყველაზე შავი, რომელსაც ნახავ. არ არსებობს ამის სტანდარტიზირებული გაზომვა. საჭიროა რომ რევიუების საიტებს გადახედოთ ხოლმე.
კალიბრაციის სეთინგები. თუ ედითისთვის ყიდულობ იაფიან მონიტორს, ყურადღება მიაქციე გაძლევს თუ არა საკმარის ფუნქციებს კალიბრაციისთვის. საშუალო და პროფესიონალური მონიტორების უმეტესობა გვაძლევს მენიუს. აღნიშნული მენიუ საშუალებას იძლევა გავიაროთ 8-ბიტიანი კალიბრაცია RGB (0, 0, 0) -დან (255, 255, 255)-მდე. ზოგიერთი გვთავაზობს კალიბრაციას 1-დან 100-მდე. ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს საკმარისია.
ხედვის კუთხე. აირჩიე მონიტორი რომელიც იძლევა ადეკვატურ ხედვის კუთხეს – მინიმუმ 160 გრადუსი ყველა მხრიდან. ამ მხრივ ყველა IPS მონიტორი შესანიშნავია.
შესაბამისი მონიტორის ქონა, ზრდის შენი ნამუშევრების ხარისხს.