19 დეკემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო რუმსში, წლის შემაჯამებელი სტარტაპ ღონისძიება, Startup Grind Tbilisi-ის ორგანიზებითა და Google Developers Group; Touch Digital Summit; DevOps Georgia; UG Startup Factory-სთან თანამშრომლობით გაიმართება.
სტარტაპ ღონისძიების მთავარი მხარდამჭერები არიან: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო; BOG ფინტექი; დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საელჩოები საქართველოში, აჭარა ჯგუფი და თელიანი ველი. ღონისძიების მედია პარტნიორი Marketer.ge
ღონისძიების განმავლობაში იწარმოებს საქველმოქმედო კამპანია, რომელიც Charte Georgia-სთან ერთად განხორციელდება. წლის შემაჯამებელ სტარტაპ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.