კომპანიამ წარმოადგინა პორტატული კომპიუტერების ახალი ფორმატი – ნაცვლად ჩვეულებრივი ლეპტოპისა ფიზიკური კლავიატურით, მივიღეთ დიდი პლანშეტი, რომელიც შუაზე იკეცება.

ThinkPad X1 Fold-ს აქვს 13,3 დიუმიანი OLED ეკრანი 4:3-ზე შეფარდებით და 2048×1536 გარჩევადობით. ეკრანი შეგიძლიათ გაკეცოთ შუაში Galaxy Fold-ის მსგავსად, თუმცა თუ ბოლომდე არ გაკეცავთ მისი ლეპტოპის მსგავსად დადგმაც შეიძლება, როცა მის ქვედა ნაწილში პროგრამული კლავიატურა გამოისახება.

გამოდის უნივერსალური კომპიუტერი, რომელიც პლანშეტის ან ნოუთბუქის მოვალეობას შეასრულებს. დამატებითი აქსესუარის სახით შეიძლება უკაბელო კომპაქტური კლავიატურის შეძენაც, რომელიც ქვედა ნაწილში მაგნიტებზე მაგრდება.

Lenovo-სა და Intel-ის ერთობლივი პროექტის შედეგად კომპიუტერისთვის დაამზადეს სპეციალური პროცესორი, თუმცა მისის წარმადობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სისტემა Windows 10 Pro-ს მართვის ქვეშ გამოდის, რადგანაც მსგავსი კომპიუტერებისთვუს განკუთვნილი Windows 10X ჯერ-ჯერობით მზად არ არის რელიზითვის.

მოწყობილობა 2020 წლის მეორე ნახევრისკენ გამოვა გაყიდვაში და მისი სავარაუდო ფასი 2499$ იქნება, რაც იგივე ფასის კატეგორიაში გადის, რომელშიც უკვე არსებული კეცვადი სმარტფონებია.

წინა სტატია650 000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა – დეტალები
შემდეგი სტატიაSamsung Ballie – საყვარელი მრგვალი რობოტი ასისტენტი

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი