კომპანიამ განაახლა თავისი ყველაზე პოპულარული ჭკვიანი საათები Amazfit Bit – ახალი თაობა Bip S სახელით გამოვიდა და ის უფრო პატარა და სწრაფი გახდა.
Bip S-ში გამოიყენება იგივე ტრანსფლექტიური ფერადი ეკრანი 1,28 დიუმით, არ შეცვლილა 176×176 გარჩევადობაც. ეს ეკრანი არ გავს ჩეულებრივ IPS ან OLED მატრიცებს, ის უფრო e-ink ეკრანებთანაა ახლოს, რომელიც ელ-წიგნებში გამოიყენება. ეკრანი მზეზე ყოველგვარი პრობელემის გარეშე ჩანს და დამატებითი განათება მხოლოდ ცუდ ამინდში ან სიბნელეშია საჭირო.
განათებაზე გაკეთებული ეკონომია დადებითად აისახება ენერგომოხმარებაზე და საათს 40 დღემდე ავტონომიური მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.
საათი მუდმივად აჩვენებს დროს, გადაცემს შეტყობინებებს სმარტფონიდან და იწერს მომხმარებლის ფიზიკურ აქტივობას. საათს მუდმივად შეუძლია გულის ცემის ჩაწერა. ახალ ვერსიაში განახლდა GPS ანტენების კონფიგურაცია, რაც გარეთ შესრულებული აქტივობების სიზუსტეს გააუმჯობესებს.
Amazfit Bip S – გაყიდვაში 2020 წლის თებერვალში შემოვა.
უფრო მკაცრი გარემოსთვის და ამოცანებისთვის წარმოადგინეს Amazfit T-Rex. მოწყობილობამ ტესტირება ამერიკული სამხედრო სტანდარტით MIL-STD-810G გაიარა. მას შეუძლია გაუძლოს დარტყმებს, დავარდნას, წნევსი სწრაფ ცვლილებას, მძლავრ ვიბრაციებს და ექსტრემალურ ტემპერატურებს. კორპუსი მთლიანად არის დაცული წყლისადა მტვრისაგან IP68 სტანდარტის შესაბამისად.
საათს მრგვალი 1,3 დიუამიანი AMOLED ეკრანი აქვს, რომელიც მუდმივად აჩვენებს დროს და დაცულია Gorilla Glass 3 შუშიტ. დანარჩენი მონაცემებით მოწყობილობა იმეორებს Bip S-ის ფუნქციონალს გარდა იმისა, რომ 40-ის ნაცვლად 20 დღე მუშაობს ავტონომიურად.
Amazfit T-Rex – გაყიდვაში უკვე იანვარში გამოვა და მისი ფასი 139$ იქნება.
კიდევ ერთი სიახლე გახლავთ სრულად უკაბელო ყურსასმენები Amazfit PowerBuds. მოწყობილობამ აქტიური ხმაურის დახშობის სისტემა მიიღო და დაცულია წვიმისა და ოფლისგან IP55 სტანდარტის შესაბამისად. მოწყობილობა ჟესტების საშუალებით იმართება, რომელიც სპეციალურ მგრძნობიარე ზედაპირზე აღიქმება. ყურსასმენებს ფიტნეს ფუნქციონალიც გააჩნია და მომხმარებლის პულსის ჩაწერა შეუძლიათ.
PowerBuds-ის ავტონომიურობა გამოირჩევა მიუხედავად კომპაქტური კორპუსისა, ყურსასმენები 8 საათს მუშაობენ დამუხტვის გარეშე, ხოლო ქეისი მათ მუშაობას 24 საათამდე ახანრძლივებს.
Amazfit PowerBuds-ის გაყიდვები თებერვალში დაიწყება და მისი ფასი 99$ იქნება.