ამერიკელები დღეში 400 მილიონ ერთჯერად ყავის ჭიქას მოიხმარენ.
მოხმარების შემდეგ თითქმის ყველა მათგანის საბოლოო ადგილი ნაგავსაყრელზე ან ოკეანეშია, სადაც მათ დაშლას 50 წელი სჭირდება. ერთმა კალიფორნელმა მეწარმემ აწარმოოს ბიოდეგრადირებადი ჭიქები, რომელშიც ყვავილებისა და ხეების თესლია მოთავსებული. ჭიქების გადამუშავების შედეგად აღმოცენებული მცენარეები ტყის მასივის ჩეხვის კომპენსირებას ნაწილობრივ შეძლებენ.
სტარტაპ Reduce. Reuse.Grow.-ის მიერ დამზადებული ჭიქები დაფარულია ბიოდეგრადირებადი მასალით (PLA – პოლილაქტის მჟავა), რომელიც 3-6 თვეში იშლება. მცენარეთა თესლი ჭიქის ქაღალდის ნაწილშია მოთავსებული.