სმარტფონების განახლებების გარეშე დატოვება ან მათი არარეგულარულად გამოშვება ყოველთვის იყო Android სმარტფონების მთავარი თავის ტკივილი. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს მომხმარებლების დიდი ნაწილი და შურით შეყურებს iPhone-ებს, რომლებსაც Apple დაახლოებით 4 წელი აახლებს პროგრამულად. სამართლიანია მოითხოვნა, როცა იგივე თანხას იხდის Samsung-ის ფლაგმანში რაც iPhone ღირს, გეკუთვნის თუნდაც იგივე დროით განახლებები.

რა თქმა უნდა საუბარი არ არის იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ Apple-ის განახლებები 4 წლის განმავლობაში და ზოგჯერ უფრო მეტი ხნის მერეც გამოდის, საუბარია Android-ების განახლებებზე, რომლის გამოსვლაც არ შეიძლება პირდაპირ შევადაროთ iPhone-ებს.

თუ დავაკვირდებით Apple-ის სმარტფონების განახლება მოიცავს სიახლეების დიდ რაოდენობას, რადგანაც ყოველ ახალ ვერსიაში, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოდის ძალიან დიდი ცვლილებები და ახალი ფუქნციონალია, რომლებიც შუალედურ განახლებებს არ იღებენ. Face Time-ის ბაგის გამოსასწორებლად კომპანიას დაჭირდა სისტემური განახლების გამოშვება, ანუ მიუხედავად იმისა თუ როგორ კარგადაც არ უნდა მუშაობდეს სისტემა, დეველოპერებს არ შეუძლიათ ცალკე აპლიკაციის განახლება სისტემური განახლების გამოშვების გარეშე.

Android-ზე ყველაფერი განსხვევებულადაა მოწყობილი. ყოველი აპლიკაცია, რომელიც თუნდაც სმარტფონის ქარხნულ კონფიგურაციაში შედის შესაძლებელია Play Store ან სხვა წყაროდან განახლდეს. Google Play სერვისები, დამატებითი რეალობა, უნივერსალური წვდომა და ა. შ. არის დამოუკიდებელი კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ მათ გარეშე Android-ის მუშაობა წარმოუდგენელია – Google-ს შეუზლია ნებისმიერ დროს გამოუშვას მათი ახალი ვერსია. ასეთი გადანაწილება საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს რეაგირება უსაფრთხოების ინციდენტებზე და გამოსწორდეს ბაგები. ამ მეთოდის წყალობით თუნდაც წლების შემდეგაც შესაძლებელია სისტემის აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება საკმაოდ მოძველებულ სმარტფონებზე.

შეიძლება ბევრისთვის ეს შოკი აღმოჩნდეს, მაგრამ ხუთი და ექვსი წლის წინანდელი სმარტფონებიც იღებენ Google Play განახლებებს. შედეგად Android 10 და Android 4.4 ერთნაირ აპლიკაციების კატალოგს იღებენ, რაც Apple-ის შემთხვევაში წარმოუდგენელია და მის მომხმარებლებს იძულებით მოუწევთ iOS-ის ახალ ვერსიაზე გადასვლა, რაც ძველ მოდელებზე ხშირად სასურველი არ არის წარმადობის დაცემის გამო. როგორც ხედავთ iOS-ზე არჩევანი არ არის და განახლება იძილებითია, როგორც ბევრი სხვა ასპექტი Apple-ის პროდუქციაში.

iOS-ის განახლებების ხანგრძლივობა, რომლითაც ხშირად ტრაბახოებნ მისი მომხმარებლები უბრალოდ Apple-ის მორიგი თვალთმაქცობაა, რადგანაც ყოველი iPhone, რომლის მომსახურების ვადაც ამოიწურა უბრალოდ “კვდება” კომპანიისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მათი პროდუქტი. მათზე შეუძლებელი ხდება ახალი აპლიკაციების დაყენება, არ გამოდის ახალი ფუქნციონალი, როცა ყველაზე ბიუჯეტურ ანდროიდზე, რომელიც მწარმოებლის მხრიდანაც კი მიტოვებულია, ყოველთვის არის უახლესი მარკეტი და სისტემური აპლიკაციები, რომლების განახლებაზეც Google ზრუნავს.

წინა სტატიასტარტაპი, რომლის ჭიქებიდან ხე და ყვავილი იზრდება
შემდეგი სტატიაSpotify შინაური ცხოველებისთვის ფლეილისტებს შექმნის

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი