Microsoft-მა არა მხოლოდ გააუქმა Windows 7-ის მხარდაჭერა, არამედ სისტემა არ იღებს კრიტიკული უსაფრთხოების განახლებებს 14 იანვრიდან. ფინალურ განახლებაში KB4534310 აღმოაჩინეს ბაგი, რომელსაც სიმბოლურად გამოსამშვიდობებელი ბაგი დაარქვეს.

განახლების დაყენების შემდეგ რაც არ უნდა ფონი დააყენოთ სამუშაო მაგიდაზე, გადატვირთვის შემდეგ სისტემა მას შავი ფერით ჩაანაცვლებს. რის შესახებაც კომპანიის ოფიციალურ ფორუმზეც დაიწერა.

ექსპერიმენტების შემდეგ მომხმარებლებმა გაარკვიეს, რომ შიცდომა იმალება ფონის “გაწელვის” ფუნქციაში, რომელიც უკვე არ მუშაობს და მის მაგივრად სხვა ვარიანტი უნდა შეარჩიოთ, რის შემდეგაც გამოსახულება ისევ გამოჩნდება.

Microsoft-ში ჯერ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და არ არის ცნობილი გამოვა თუ არა განახლების განახლება, რაც კომპანიას ხშირად გაუკეთებია.

წინა სტატიასახის ამომცნობი სისტემა სამი მილიარდი ადამიანის ფოტოს ფლობს
შემდეგი სტატიამედია: ჯეფ ბეზოსის მობილური საუდის არაბეთის პრინცმა გატეხა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი