შეერთებულმა შტატებმა ოფიცალურად განაცხადა, რომ მის ტერიტორიაზე ახალი ჩინური ვირუსი დაფიქსირდა. როგორც შტატების დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა, პაციენტი, ამჟამად, ვაშინგტონის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს. ინფირცირებული პაციენტი დაახლოებით 30 წლის კაცია, რომელიც ქალაქ ვუჰანიდან 15 იანვარს დაბრუნდა.

სულ ჩინეთში ვირუსით დაავადების 217 და გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ამ დროისათვის ვირუსით დაავადების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თქვა, რომ ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა მთავრობის პრიორიტეტია.

წინა სტატიამცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა გრძელდება
შემდეგი სტატიაProductTank Tbilisi ახალ შეხვედრას აანონსებს

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი