მეცნიერებმა 3 000 წლის მუმიის ხმის აღდგენა შეძლეს – შედეგები ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. მუმია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის მუზეუმში ინახებოდა. მუმია იყო ადამიანი, რომელიც დაახლოებით 50 წლის ასაკში დაიღუპა, მას რამდენიმე კბილი აკლდა და ღრძილების დაავადებაც ჰქონდა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ხმა ისეთი არ არის, როგორც ქურუმს რეალურ ცხოვრებაში ექნებოდა, ენა საუბრის დროს მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მისი ენის კუნთების ძირითადი ნაწილი კი შემორჩენილი არ არის”, — თქვა ჰოვარდმა.