კომპანია Xiaomi ოფიციალურად აცხადებს, რომ დაკეტავს ყველა საცალო ვაჭრობის წერტილს ჩინეთის სხვა და სხვა ქალაქებში. ამ ზომებს მათ ახალი კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო მიმართეს.

მაღაზიები უკვე დაიკეტა დღეს და სავარაუდოდ 3 თებერვალს გაიღება თუ სიტუაცია არ გაუარესდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროა მხარი დაუჭირონ პროფილაქტიკურ სამუშაოებს, რომლებიც სიტუაციას შეამსუბუქებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიღუბლ იქნა “ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, რომ ითანამშრომლონ ხელისუფლებასთნ ყველა დონეზე, ყოველმხრივ და აქტიურად მოახდინონ რეაგირება ნაციაონალურ პოლიტიკაზე და კარგად შეასრულონ ეპიდემიის პროფილაქტიკისთვის საჭირო სამუშაოები”

კომპანია აღნიშნავს, რომ დამატებითი განცხადებები გაკეთდება საჭიროების დადგომისთანავე. პროდუქტების ყიდვა მხოლოდ ონლაინ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი და ადგილზე მიტანის სერვისიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.

წინა სტატიაSamsung-ის სმარტფონების Android 10-ზე განახლების განრიგი
შემდეგი სტატია8 თებერვლიდან Q&A სესია StrategEast Georgia-სგან

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი