კალიფორნიის უნივერსიტეტში მეცნიერებმა ბიონიკური მედუზები შექმნეს

მეცნიერები მსოფლიოს გარშემო ჩვენს გაოცებას არასოდეს წყვეტენ, ამჯერად, კალიფორნიის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მათ მიზანში მედუზები ამოიღეს და მათთვის სპეციალური კონტროლერი შექმნეს, რომელიც უხერხემლოებს ერთგვარ „სუპერძალებს“ მატებს.

საქმე ის გახლავთ, რომ მოწყობილობა მედუზების ბუნებრივ პულსაციას, წყალში გადასაადგილებლად იყენებს. მიკროელექტრონული პროთეზების დახმარებით ეს წყალქვეშა არსებები, თითქმის სამჯერ უფრო სწრაფად ახერხებენ გადაადგილებას, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროთეზისა და მედუზის განცალკევების პროცესი სრულად უსაფრთხოდ მიმდინარეობს.

რასაკვირველია, გამოგონება მხიარულად ჟღერს, თუმცა მეცნიერებს ის გასართობად ნამდვილად არ შეუქმნიათ, ეს „კიბორგი“ უხერხემლოები თან სპეციალურ სენსორებს დაატარებენ, რომელთა დახმარებითაც ოკეანის ძნელად მისაწვდომი ადგილებიდანაც კი შესაძლებელი ხდება საჭირო ინფორმაციის მიღება.

რამდენად დიდი შეიძლება იყოს შავი ხვრელი?

ტრამპი ტარიფებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა Google-ს 2.95 მილიარდი ევრო დააკისრა

Samsung-ის One UI 8-ის გამოშვების განრიგი, როდის მიიღებს თქვენი Galaxy სმარტფონი Android 16-ს

წარმოდგენილია Lenovo Legion Go 2-ის ახალი პორტატული კომპიუტერი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *