კონტენტზე გადასვლა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპის ვინაობა ცნობილია

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის 41 ფინალისტი სტარტაპის ვინაობა ცნობილია

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტი სტარტაპების ვინაობა უკვე ცნობილია, საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესული 173 განაცხადიდან, ორი დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის ხარისხობრივი შეფასების შედეგად, 41 პროექტი შეირჩა.

ფინალურ ეტაპზე გადასული სტარტაპები 15-დან 20 თებერვლის ჩათვლით,  თბილისის ტექნოპარკში სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რომლის ფარგლებში საერთაშორისო ტრენერები შერჩეულ გუნდებს მოამზადებენ ფინალურ ეტაპზე საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციების წარსადგენად. ხოლო 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის საბოლოო გამარჯვებულები 25 თებერვალს გამოვლინდებიან.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!