ყველაზე თამამი, გაბედული და კრეატიული იდეების მქონეთათვის კონკურსი „შერეკილები“ გამოცხადდა. ორგანიზატორები ეძებენ მათ, ვისაც შესწევს უნარი საკუთარ თავში ნამდვილი შემოქმედი აღმოაჩინოს და ისეთივე გიჟური წამოწყება, როგორიც ცაში აფრენილი ურემია რეალობად აქციოს.
კონკურსს ეყოლება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ პრიზებს. თუმცა, ძირითადი ღირებულება კონკურსანტებისთვის იქნება იმ ჟიურის წინაშე წარდგომა, რომლებიც სილიკონის ველიდან (აშშ) ესტუმრებიან ღონისძიებას. ესენი იქნებიან:
- ბილ რაიკერტი: ვენჩურული ფონდი Garage Ventures-ის თანადამფუძნებელი, რომელიც Guy Kawaski-სთან ერთად დააფუძნა. ის ასევე Pegasus Tech Ventures პარტნიორია.
- როს ვეისმანი: ანგელოზ ინვესტორთა ვენჩურული ფონდი Band of Angels-ის თავმჯდომარე. ის თავის დროზე Steve Jobs-თან ერთად მუშაობდა NEXT-ში.
- ლუკ კოვალსკი: Oracle-ის ერთერთი აღმასრულებელი, რომელიც უშუალოს Larry Elison-ისთან მუშაობს.
- მარვინ ლიაო: ტოპ აქსელერატორის, 500 Startups-ის პატნიორი და მმართველი დირექტორი.
- ჯონათან თაუერი: ვენჩურული ფონდი Catapult VC-ის დამფუძებელი.
თუ კი ხართ მკვლევარი და აწარმოებთ კვლევას, რომელიც თქვენი აზრით სამყაროს შეცვლის, ან სულაც მეწარმე ბრძანდებით, რომელსაც ყველაზე სერიოზული პრობლემის გადაჭრის საშუალება გააჩნია, მაშინ უნდა იჩქაროთ, განაცხადების მიღების ბოლო ვადა 10 თებერვალი გახლავთ. „შერეკილების“ ფინალური ეტაპი 26 თებერვალს გაიმართება.