Impact Hub Tbilisi და Nasta, ტექნოლოგიების მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, Tech yout Future-ის ღონისძიებაზე ყველა მსურველს უმასპინძლებენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ სფეროში მოღვაწეობთ, მეწარმე ბრძანდებით, მედიცინის დოქტორი თუ სულაც ჟურნალისტი, მთავარი მხოლოდ ის გახლავთ, რომ დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიების გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ თანმიმდევრულად ავუწყოთ ფეხი განვითარების ტემპს და არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს.
ღონისძიება 28 თებერვალს, Fabrika-ში გაიმართება, სადაც Influence.ge-ისა და Nasta-ს დამფუძნებლები, გიორგი ტუშურაშვილი და ლადი გაბუნია ისაუბრებენ ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე მეწარმეობაში და გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას. თუ კი Tech yout Future-ზე დასწრებას გადაწყვეტთ მიყევით facebook ღონისძიებას და შეიტყვეთ სიახლეების შესახებ პირველმა.