CNET-ის ინფორმაციით, Tesla-ს (TSLA) და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი იუწყება, რომ მისი ნეიროტექნოლოგიური სტარტაპი Neuralink-ი წელს ადამიანის თავის ტვინის იმპლანტს პირველად გამოცდის. მოგეხსენებათ, გასული წლის ივლისში მასკმა განაცხადა, რომ Neuralink-ის სისტემა მაიმუნზე დაიტესტა და მან დიდ წარმატებასაც მიაღწია, როგორც ჩანს დადგა დრო პატენტი ადამიანის თავის ტვინზეც დაიტესტოს.

“პირველ ყოვლისა, ჩვენ ის სუპერ საიმედო და უსაფრთხო უნდა გავხადოთ, შემდეგ კი რისკები შევაფასოთ, მძიმე სამუშაოსა და იმპლანტაციას შორის საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი” – აცხადებს მასკი Twitter-ის პოსტში.

Neuralink ილონ მასკის ექსპერიმენტული კომპანიაა, რომელიც ადამიანის ტვინის კომპიუტერისთვის დაკავშირების მიმართულებით მუშაობს. ის მასკმა 2016 წელს საიდუმლოდ დაარსა და მასში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. კომპანიის მთავარი მიზანს დაარსების დღიდან, ისეთი იმპლანტის შექმნა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც, ადამიანი მხოლოდ ფიქრით შეძლებდა მოწყობილობების მართვას. ახლა, როდესაც მსგავსი ჩიპი შექმნილია, მისი დატესტვისა და გამოცდის დრო დგება.

წინა სტატიაTech yout Future – გაიღვივეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ
შემდეგი სტატიაPOCO X2 – იმედგაცრუება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი