ბრენდი Pocophone ბევრი Xiaomi-ს მოყვარულისთვისაა ცნობილი. ეს არის შვილობილი კომპანია, რომელიც ინდოეთის ბაზარზეა ორიენტირებული. პირველი სმარტფონი Poco F1 2018 წელს გამოვიდა, მას ფლაგმანური Snapdragon 845 პროცესორით იყო აღჭურვილი და საკმაოდ მიმზიდველი გარეგნობა და სხვა მონაცემები ქონდა.

როგორია ახალი პოკო? არაფერი განსაკუთრებული, ის უბრალოდ რებრენდირებული Redmi K30-ია. კომპანიამ წარმოადგინა Poco X2, რომელიც გარეგნულადაც და ტექნიკურადაც Redmi K30-ია და მხოლოდ ახალი ლოგოტიპი აქვს.

რა თქმა უნდა ახალ სმარტფონს გამოყვა ყველა მინუსი, რაც K30-ში იყო, რომელბიც ბევრისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გაუგებარია თუ რატომ გამოიტანა ბიუჯეტური სამრტფონი OnePlus-ის ანალოგური ბრენდის სახელით Xiaomi-მ.

შესაძლოა ბევრმა არც კი იცის Redmi K30/Poco X2-ის მონაცემები. მას Snapdragon 730G, 6.67 დიუმიანი IPS ეკრანი FHD გარჩევადობით და 120 ჰერცი სიხშირით, 4500 მა/სთ აკუმლატორით, 64 მპ. წინა კამერით და 20 მეგაპიქსელიანი სელფით. ჩაშენებული მეხსიერება 6/8 – 64/128 გიგაბაიტია. ეს ყველაფერი კარგად გამოიყურება, რადგანაც Sony IMX686 კამერა 120 ჰერციანი ეკრანი ცუდი არ არის, თუმცა შევხედოთ პრობლემებს, რომელიც სმარტფონის მომხმარებლებმა აღმოაჩინეს.

IPS ეკრანი 2020 წელს უკვე სირცხვილია, რადგანაც მასში ბიუჯეტური მატრიცაა მოთავსებული, რომელიც მაღალი სიხშირის წყალობით ახარისხიანი შეიძლება მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არ არის. ფერების გადმოცემით ის Mi 9 Lite-ზე უარესი იქნება, რადგანაც ამ უკანასკნელს superAMOLED ეკრანი აქვს.

Poco X2 ჯერ მხოლოდ ინდოეთსი იყიდება, თუმცა დიდი ალბათობით მას გლობალურ ბაზარზეც შემოტანენ. მისი ფასი 225$ ფარგლებშია რაც არც ისე იაფია, რადგანაც ამ ფასში Mi 9 Lite-ის ყიდვაა შესაძლებელი იგივე მოცულობის მეხსიერებით, ექნება AMOLED ეკრანი და უფრო თხელი ჩარჩოები. რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია იყიდით თუ არა თუნდაც Poco F1-ის შემდეგ ახალ სმარტფონს, მაგრამ ჩემი აზრით Pocophone-მა გაიმეორა Mi A3-ის ისტორია, როცა ახალი მოდელი განვითარების ნაცვლად უფრო დაბალი მონაცემებით აღჭურვა.

წინა სტატიაიმპლანტი, რომელიც ადამიანის ტვინსა და კომპიუტერს ერთმანეთთან დააკავშირებს ამ წელს დაიტესტება
შემდეგი სტატია100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის ფინალისტები და კონკურსს მიღმა დარჩენილები

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი