ღონისძეიბა Unpacked-მდე, სადაც Samsung-ი ახალ ფლაგმანებს წარადგენს, სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, თუმცა კომპანიის უახლესი სმარტფონების ფოტოები ინტერნეტსივრცეში უკვე დაილიკა. Galaxy S20-ის სურათები Samsung-ის ერთ-ერთი ონლაინ მაღაზიის საიტზე გამოჩნდა, WinFuture-ს კი სიახლე არ გამოპარვია და სურათების გაქრობამდე მათი მოპოვება მოასწრო.

როგორც მოსალოდნელი იყო, Samsung-მა Galaxy Note 11-ის ნაცვლად – Galaxy S20 შემოგვთავაზა, 3 განსხვავებულ ვარიანტში. მოსალოდნელია, რომ სამივე სმარტფონს 120Hz ეკრანი და 5G მხარდაჭერა ექნება აშშ-ში.

Unpacked ღონისძიებაზე, რომელიც 11 თებერვალს გაიმართება, Samsung-ი Galaxy Z Flip-ს – დასაკეც სმარტფონსაც წარადგენს, რომლის ვიდეოც ინტერნეტსივრცეში გასულ კვირას გამოჩნდა.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც Samsung-ი შემთხვევით ავრცელებს ახალი ფლაგმანის ფოტოებს, კომპანიამ Galaxy Note 10-სა და Note 10 Plus-ის ფოტოები, მათ პრეზენტაციამდე ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა.

წინა სტატია5 მიზეზი, თუ რატომ უნდა წახვიდეთ ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტის პრეზენტაციაზე
შემდეგი სტატია22 თებერვალს JavaScript Georgia პირველ საჯარო შეხვედრაზე გიწვევთ

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი