22 თებერვალს, შაბათს, 5 საათზე, JavaScript Georgia გიწვევთ პირველ საჯარო შეხვედრაზე თემით: Web Performance Angular / React. შეხვედრაზე განიხილება შემდეგი თემები:
- როგორ შეიძლება ვებ აპლიკაციების წარმადობის გაზრდა Angular-ის და React-ის აპლიკაციებში. საუბარი იქნება რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალი წარმადობის აპლიკაციები და რა გზებით შეიძლება მისი მიღწევა.
- როგორ შეიძლება ვებ აპლიკაციების წარმადობის გაზრდა (load performance, runtime performance). ძირითადი აქცენტები იქნება რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალი წარმადობის აპლიკაციები და რა გზები არის ამის მისაღწევად. ასევე განვიხილავთ თუ როგორ უნდა გავზაროთ Angular აპლიკაციის წარმადობა.
- როგორ მუშაობს React-ის ძრავი და სად შეიძლება წარმოიშვას წარმადობის პრობლემები. ვაჩვნებთ როგორ შეიძლება React Profiler-ის გამოყენებით წარმადობის პრობლემების აღმოჩენა. ვისაუბრებთ როგორ გამოვიყენოთ მემოიზაცია წარმადობის გასაზრდელად.
ღონისძიებაზე მომხსენებლებად კი ოთო ლოლუა და სანდრო დოლიძე მოგვევლიანებიან. ოთო ლოლუას არის Front-end ინჟინერი, რომელიც მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის ქმნის ვებ აპლიკაციებს. ოთო ასევე არის სპიკერი სხვადასხვა ღონისძიებებზე და IT პროექტების კონსულტანტი – ატრენინგებს კომპანიებს Angular -ში ცოდნის გასაღრმავებლად. სანდრო დოლიძე კი არის Full Stack ინჟინერი React-ის და Node-ის სპეციალიზაციით. სანდრო არის რამდენიმე პოპულარული Medium-ის სტატიის ავტორი. მას არაერთი წარმადობის პრობლემა გადაუჭრია სხვადასხვა კომპლექსურ ვებ აპლიკაციებში.
თუ კი დაინტერესდით ღონისძებით, მაშინ გირჩევთ უმალვე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე, რადგან ადგილები შეზღუდულია.