კონტენტზე გადასვლა
NASA-ს ასტრონავტი ქრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა

NASA-ს ასტრონავტი ქრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

კოსმოსში გატარებული 328 დღისა შემდეგ, NASA-ს ასტრონავტი ქრისტინა კუკი ESA-ს ასტრონავტებთან ლუკა პარმიტანოსთან და ალექსანდრ სკვორცოვთან ერთად დედამიწაზე დაბრუნდა. კოსმოსურ სადგურზე გატარებული 11 თვით ქრისტინამ, გასული წლის საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და კოსმოსში გატარებული დღეების რაოდენობით ქალ ასტრონავტებს შორის კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს.

სამი ასტრონავტი დედამიწას ყაზახეთის ტერიტორიაზე დაუბრუნდა, ფოტოგრაფებმა ისტორიული კადრებისა და მომღიმარი ქრისტინა კუკი აღბეჭდვა მოახერხეს. ქრისტინა 1979 წელს მიჩიგანში დაიბადა, ის ამერიკელი ინჟინერი და 2013 წლიდან NASA-ს ასტრონავტი გახლავთ.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!