გუშინ, 6 თებერვალს, Rooms Hotel-ში გამართულ ღონისძიებაზე, თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და ელექტრონული კომერციის პირველი პლატფორმის MY.GE-ს ინიციატივით, ყველაზე დიდი სტარტაპ მარკეტის პრეზენტაცია შედგა. სტარტაპების მხარდამჭერ პროგრამებს კიდევ ერთი პროექტი Mystartup.ge შეემატა, რომელიც სპეციალურად სტარტაპებისთვის შეიქმნა, ამ სივრცეში დამწყები ბიზნესის წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციის განთავსებას ონლაინ სივრცეში შეძლებენ.

სტარტაპერები ელექტრონული კომერციის ყველა იმ სერვისით და უპირატესობით ისარგებლებენ, რაც მათ თავიანთი ბიზნესის განვითარებასა და წარმატებაში დაეხმარება.ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპერები შემდეგი მომსახურებებით ისარგებლებენ:

  • საქართველოში ყველაზე დიდ „ონლაინ“ მარკეტში საკუთარი პროდუქციის განთავსება;
  • გამართული და სტაბილური გაყიდვების არხი, რომელიც მოიცავს საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით;
  • „ონლაინ“ გადახდები და განვადება;
  • კონსულტაცია მარკეტინგულ კომუნიკაციაში;
  • ტრენინგები რეგიონებში მოქმედი სტარტაპერებისთვის და სპეციალურად მათთვის დაგეგმილი აქტივობები;
  • დამატებითი ფინანსური რესურსების მოსაზიდად, სპეციალურად ინვესტორებისთვის შექმნილ გვერდზე სტარტაპერების შესახებ ინფორმაციის განთავსება;
  • ბრენდირებული ვებგვერდი, პრაქტიკულად, ნულოვანი დანახარჯებით“.
  • ახალი, „ონლაინ“ სტარტაპ მარკეტი აპრილში ამოქმედდება, სტარტაპერები კი Mystartup.ge-ზე დარეგისტრირებას თებერვლიდან შეძლებენ.

საქართველოში ყველაზე დიდ სტარტაპ მარკეტზე რეგისტრაციის გასავლელად მიჰყევით ბმულს.

წინა სტატიაLucidPix – აპლიკაცია, რომლითაც 3D ფოტოების გადაღებას შეძლებთ
შემდეგი სტატიაNASA-ს ასტრონავტი ქრისტინა კუკი დედამიწაზე დაბრუნდა

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი