კონტენტზე გადასვლა
ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

მარიამ გერგედავა · 1 წთ საკითხავი

დედამიწის ყველაზე ცივსა და ქარიან კონტინენტზე, ანტარქტიდაზე, გასულ კვირას, ტემპერატურის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი +18.2 გრადუსი დაფიქსირდა. ანტარქტიდის კონტინენზე დაკვირვებას არგენტინის მეტეოროლოგიური სადგური 1961 წლიდან აწარმოებს, ამ დრომდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2015 წლის 24 მარტს, +17.5 გრადუსი ფიქსირდებოდა.

მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ მონაცემებს ამინდისა და კლიმატის არქივში გადაამოწმებენ, თუმცა იმავდროულად ვარაუდობენ, რომ საქმე სწორედ რეკოდრდულ მაჩვენებელთან გვაქვს.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!