ახლა უკვე ოფიციალურად – Future Laboratory წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში უნიკალურ მეთოდებს და პროცესებს ნერგავს. ინოვაციებისა და განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ, 21-ე საუკუნეში ადამიანს ყველაზე მეტად სწორი უნარების შეძენა და მათი მიზნობრივად გამოყენებაა მოეთხოვება. იმისათვის, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებმა სკოლაშივე განავითარონ კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება, Future Laboratory GoandGrow-ს პროგრამას ნერგავს.
გარდა საჭირო უნარების განვითარებისა GoandGrow-ს პროცესი მოსწავლეებში აამაღლებს დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებას, სინთეზისა და ახალი იდეების მოფიქრების უნარს, გაზრდის ცვლილებებისადმი მდგრადობას.
პროექტი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელდება, გადამზადდა ისტ-ის მასწავლებელიც, საგაკვეთილო პროცესში სისტემის მართვისთვის.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ GoandGrow-ს გამოყენება შესაძლებელია, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში, კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებშიც.