ახლა უკვე ოფიციალურად – Future Laboratory წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში უნიკალურ მეთოდებს და პროცესებს ნერგავს. ინოვაციებისა და განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ, 21-ე საუკუნეში ადამიანს ყველაზე მეტად სწორი უნარების შეძენა და მათი მიზნობრივად გამოყენებაა მოეთხოვება. იმისათვის, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებმა სკოლაშივე განავითარონ კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნება, Future Laboratory GoandGrow-ს პროგრამას ნერგავს.

გარდა საჭირო უნარების განვითარებისა GoandGrow-ს პროცესი მოსწავლეებში აამაღლებს დივერგენტულ და კონვერგენტულ აზროვნებას, სინთეზისა და ახალი იდეების მოფიქრების უნარს, გაზრდის ცვლილებებისადმი მდგრადობას.

პროექტი წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორიის ბაზაზე განხორციელდება, გადამზადდა ისტ-ის მასწავლებელიც, საგაკვეთილო პროცესში სისტემის მართვისთვის.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ GoandGrow-ს გამოყენება შესაძლებელია, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში, კორპორაციებსა და სამთავრობო უწყებებშიც.

წინა სტატიაანტარქტიდაზე რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიატრენინგ კურსებზე „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი