11-12 თებერვალს, „სილიკონ ველიზე“ ყოველწლიური სტარტაპ გრანდის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც 10-მდე წარმატებული ქართული სტარტაპი დაესწრება. ვიზიტი Startup Grind Tbilisi-ს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით შედგება.
საქართველოდან კონფერენციას შემდეგი სტარტაპები: Biocure, Clothes to Me, Raven, Phubber App, Pulsar AI Georgia, Stack, Georgian Wine Finder, Qvevri, Goforit, Ztractor და Elven Technologies დაესწრებიან.
საქართველოდან ჩასულ დამწყებ ანტრეპრენერებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას გააცნონ საკუთარი სტარტაპები, ჩაერთონ სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, 100 მეტ სესიასა თუ სოციალურ ღონისძიებაში. ქართული დელეგაცია ასევე შეხვედრას გამართავს ქართულ დიასპორასთან და მსხვილ ინვესტორებთან.