2011 წელს ფინურმა Nokia-მ ახალი მოდელი N9 გამოუშვა, რომელიც Meego საოპერაციო სისტემაზე მუშაობდა და Nokia-სა და Intel-ის ერთობლივი პროექტი იყო. მოგვიანებით კომპანიამ ოფიციალურად შეწყვიტა პროექტის განვითარება, რის შემდეგაც N9 გახდა ერთადერთი სმარტფონი ამ საოპერაციო სისტემით. აპარატი იმ დროისთვის არსებული Nokia-ს მოწყობილობებისგან ახალი სტილით და დიზაინით ახალი სტილით და დიზაინით.
დღეისათვის არსებობს რამდენიმე რენდერი, რომელიც დასათაურებულია Nokia N9 Remastered Edition და Nokia N9 2020. სიახლე შესაძლოა AMOLED ეკრანით აღიჭურვოს და Always on Display ფუნქცია ქონდეს. უკანა პანელზე ერთი კამერის ნაცვლად ორმაგი მოდული განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებული გამოსახულებები არ არის ოფიციალური. იქნება თუ არა Nokia N9 Remastered Edition წარმოდგენილი MWC 2020-ზე ჯერ უცნობია.