Galaxy Unpacked 2020 ღონისძიებაზე კომპანია Samsung-მა ახალი Galaxy სმარტფონები წარმოადგინა.
Galaxy S20, S20+ და S20 Ultra – ახალი თაობის სმარტფონებია, რომლებაც S10 ხაზი ჩაანაცვლეს. ნომერაციის 10-ით ცვლილება კომპანიამ სიახლეების რაოდენობით და მნიშვნელობით ახსნა.
S20-მა მიიღო 6.2 დიუმიანი AMOLED ეკრანი 120 ჰერციანი განახლების სიხშირით და HDR10+ სტანდარტის მხარდაჭერით. როგორც წინა თაობაში, მას აქვს ეკრანში ჩაშენებული ულტრაბგერითი ანაბეჭდების სკანერი.
სმარტფონი აღჭურვილია სამი მთავარი კამერით: ორი ფართო კუთხის მქონე მატრიცით 12 მეგაპიქსელზე, F2.2 და F1.8 დიაფრაგმით, ტელეობიექტივით – 64 მეგაპიქსელზე, F2.0. S20-ში დამატებულია ჰიბრიდული ზუმის ფუქნცია, რითაც 30-ჯერ მოახლოებაა შესაძლებელი.
S20-ში მხარდაჭერილია 8K ვიდეოს გადაღება. Samsung ამბობს, რომ ახალ სმარტფონში გაუმჯობესებულია სტაბილიზაციის და ღამე გადაღების ალგორითმები.
წინა კამერამ მიიღო ახალი დიაფრაგმა F2.2. ალხა ის განთავსებულია ეკრანის ცენტრში, ხოლო მატრიცის ზომა უცვლელი დარჩა.
კამერები, მიკროფონი და განათება ერთიან მოდულშია გარეთიაენბული და უკანა პანელის ზედა მარცხენა ნაწილშია განთავსებული.
აკუმლატორის მოცულობა 4000 მა/სთ-მდე არის გაზრდილი. მას აქვს სწრაფი უკაბელო დამუხტვის და სხვა გაჯეტებისთვის ენერგიის გაიზარების ფუქნცია.
S20 ხელმისაწვდომია ნაცრისფერ, ცისფერ და ვერდისფერ კორპუსში, 128 გბ შიდა მეხსიერებით. მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს 8 ან 12 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება.
S20+ უფრო დიდი ეკრანით გამოირჩევა და მისი ზომა 6,7 დიუმია, მას უფრო დიდი 4500 მა/სთ აკუმლატორი და დამატებითი კამერა აქვს სამ განზომილებიანი ობიექტების გადაღებისთვის.
S10+ განსხვავებით მასში ორმაგი წინა კამერის ნაცვლად მხოლოდ ერთი კამერაა 10 მეგაპიქსელითა და F2.2 დიაფრაგმით.
Galaxy S20+ ხელმისაწვდომია 128/8 და 512/12 ჩაშენებული/ოპერატიული მეხსიერებით.
S20 Ultra კიდევ უფრო დიდი ეკრანითაა, რომლის დიაგონალიც 6,9 დიუმია და აკუმლატორიც უფრო დიდი 5000 მა/სთ აქვს. განსხვავებულია ყველა კამერის კონფიგურაცია და მას ორი ფართოკუთხოვანი 12 და 108 მეგაპიქსელიანი მატრიცა აქვს, F2.2 და F1.8 დიაფრაგმით, ასევე ტელეობიექტივი 48 მეგაპიქსელითა და F3.5 დიაფრაგმით.
S20 Ultra-ს ჰიბრიდული ზუმი 100-ჯერ აახლოებს ობიექტებს. წინა კამერას 40 მეგაპიქსელიანი მატრიცა აქვს.
S20 Ultra ხელმისაწვდომია 12/128 და 16/512 მეხსიერების მოდულებით.
S20 ხაზის ყველა სმარტფონს აქვს 5G ქსელების მხარდაჭერა, Exynos 990 პროცესორი, IP68 გამძლეობის სერტიფიკატი, microSD ბარათების სლოტი 1 ტერაბაიტამდე გაფართოების მხარდაჭერით, თამაშების სწრაფად გაშვების ფუნქცია და სხვა მოწყობილობებიდან აუდიო ნაკადის ტრანსლაციის შესაძლებლობა.
სმარტფონებს აქვთ პროგრამული უზრუნველყოფა სურათების ჭკვიანი სორტირებისთვის. ჭკვიანი ალგორითმები აირჩევენ ყველაზე წარამტებულ ფოტოს და ვიდეოს გადაღებული მასალიდა და ავტომატურად შეურჩევენ სხვა და სხვა ფილტრებს.
Samsung-მა ასევე განაცხადა, რომ Google Duo მესინჯერის ვიდეო ზარები 5G ქსელებში მაღალი გარჩევადობით იმუშავებს.
ახალ სმარტფონებთან ერთად განახლდა Samsung Buds+ ყურსასმენები. მოწყობილობას აქვს ორი დინამიკი და სამი მიკროფონი. ყურსასმენები დამოუკიდებლად 11 საათი იმუშავებენ.
რა ფასებში იქნება ახალი სმარტფონები საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია.