Google-ს უცნაური ტრადიცია გამოუშვას მომდევნო ანდროიდის ბეტა ვერსია პრეზენტაციამდე ამჯერადაც არ დაირღვა და დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომი გახდა Google Pixle 2 – 4 მოწყობილობებზე. ვნახოთ თუ რა სიახლეებს გვთავაზობს ამ რელიზში მწარმოებელი.
სიახლეები, რომლებიც ამ დროისთვისაა აღმოჩენილი მეტყველებს იმაზე, რომ Android 11-ის განვითარება სწორედ იმ მიმართულებით მიდის, რომელსაც მომხმარებლები ითხოვენ.
შესაძლებელია მთელი გვერდის სქრინშოთის გადაღება
სისტემაში ჩაშენებული ეკრანის ჩაწერის ფუნქცია
ბენლი თემის ავტომატურად გამორთვა დღე-ღამის მიხედვით
Scoped Storage – ყველა აპლიკაცია გაეშვება მისთვის გამოყოფილ ცალკე მეხსიერებაში