კომპანია Xiaomi წელს პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რომელიც Android 10-ზე განახლებებს უკავშირდება. მათ გადაწყვიტეს რაც შეიძლება მეტი სმარტფონი განეახლებინათ ახალ საოპერაციო სისტემამდე, თუმცა სიჩქარეში ბევრი შეცდომაც დაუშვეს. რაოგორც აღმოჩნდა Xiami Mi9T, Mi9T Pro, Procophone F1 და Mi 9 ყველაზე მეტი ბაგით დასაჩურქდა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ Mi 9T და Mi 9T Pro-ს (Redmi K20 და K20 Pro ) მფლობელები. განახლებისთანავე მათ შეამჩნიეს, რომ აპარატები 30-50%-ით სწრაფად ჯდებოდნენ წინა ვერსიასთან შედარებით და რისი მიზეზიც საოპერაციო სისტემა გახლდათ. არა ეკრანი, არა აპლიკაციები, არა უკაბელო ინტერფეისები, რომლებიც ყველაზე ხშირად არიან აკუმლატორის დაცლაში დამნაშავე, არამედ საოეპრაციო სისტემა აღმოჩნდა ყველაფერში დამნაშავე.
Xiaomi Mi 9-ის მომხმარებლებს კიდევ ერთი სერიოზული ბაგი შეხვდათ, რომელიც გარკვეული სურათების ფონად დაყენების შემთხვევაში ტელეფონის გადატვირთვას იწვევდა. სმარტფონი თავისით რთავდა და თიშავდა ეკრანს ერთი წამის ინტერვალებით, რის შემდეგაც აპარატი სამჯერ ვიბრირებდა და ეკრანზე გამოქონდა მეინიუ სამი ვარიანტით: გადატვირთვა, ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება და ტექნიკურ სამსახურთად დაკავშირება. გამოსახალი მხოლოდ სრულად დარესეტება იყო.
Pocophone F1-თან სიტუაცია გაცილებით მსუბუქია. დიდი ხნის განმავლობაში მომხმარებლებმა არც კი იცოდნენ, რომ Android 10-ზე განახლებაში პრობლემები იყო და კომპანიამ ჩუმად გააუქმა ის. მათ ეს დიდი რაოდენობის ბაგებით ახსნეს, რომელბიც სმარტფონის სტაბილრ მუშაობას უშლიდა ხელს. შედეგად Pocophone F1-ის განახლება Android 10-ზე ჯერ-ჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.
რჩება Xiaomi Mi A3, რომელზეც წარმოუდგენელია საერთოდ რამე პრობლემის შექმნა, რადგანაც ის ერთ-ერთია კომპანიის მარტფონებს შორის, რომელიც სუფთა Android-ზე მუშაობს. მისთვის საერთოდ არ არის რამის ადაპტირება საჭირო და მხოლოდ Google-ის სერვერების გავლით განახლების მიწოდებაა მნიშნვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ Google-მა Android 11-ის ბეტა ტესტირება დაიწყო Mi A3-ზე ჯერ კიდევ არ არის უახლესი ანდროიდი. უკვე მე-5 თვეა კომპანია არ აკეთებს არანაირ კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით და განახლებას ყველაზე ახლო მომავალში გვპირდება.