12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის.
ბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია.სტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.
პროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი.