ევროკომისია უსაფრთხო მიმოწერისთვის თანამშრომლებს Signal-ის გამოყენებას ურჩევს. ევროკავშირისთვის უსაფრთხო მიმოწერა პრიორიტეტული მას შემდეგ გახდა, რაც 2018 წლის ივნისში მოსკოვში ევროკავშირის საელჩო დაჰაკეს, შედეგად კი მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიკარგა.

Signal თანამშრომლებს შორის და გარეშე ადამიანებთან საუბრისთვის იქნება განკუთვნილი, ევროკომისიაში არაგასაიდუმლოებული ინფორმაციის გასაგზავნად კი დაშიფრულ ელფოსტას გამოიყენებენ.

Signal მიმოწერის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ორმხრივ დაშიფვრას (ინგ. End-to-End Encryption) იყენებს.

წინა სტატიაFacebook-მა კორონავირუსის გამო კონფერენცია გააუქმა
შემდეგი სტატიაGoogle I/O წელს არ ჩატარდება

პასუხის გაცემა

შეიყვანეტ კომენტარის ტექსტი
შეიყვანეთ თქვენი სახელი