კონტენტზე გადასვლა
Facebook-მა კორონავირუსის გამო კონფერენცია გააუქმა

Facebook-მა კორონავირუსის გამო კონფერენცია გააუქმა

Irakli Kashibadze · 1 წთ საკითხავი

Facebook-მა დეველოპერული კონფერენცია F8 კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გააუქმა.

ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში ფეისბუქის დეველოპერთა პლატფორმისა და პროგრამების დირექტორი კონსტანტინოს პაპამილტიადისი ამბობს, რომ კონფერნეციის გაუქმების გამო, პრეზენტაციები ლოკალური ღონისძიებებით, ვიდეოებითა და ლაივ ჩართვებით ჩანაცვლდება. კომპანიისთვის კი უმთავრესი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

ორდღიანი კონფერენცია 5 მაისს უნდა დაწყებულიყო.

წაიკითხეთ შემდეგ

კომენტარები

ჯერ არ არის კომენტარები. იყავი პირველი!